წეროვნის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ტელუსი“ პროექტის „ტყის რესურსი საქართველოში“ ფარგლებში შეგროვებული მაკულატურა წიგნებში გადაცვალა.
მოსწავლეები მაკულატურას 2 თვის განმავლობაში აგროვებდნენ.
მათ 150 კგ მაკულატურის სანაცვლოდ წიგნები მიიღეს და გადაწყვიტეს, რომ ისინი სკოლის ბიბლიოთეკას გადასცენ.
მოსწავლეებმა ბიბლიოთეკას უსახსოვრეს: „წერილი უკაცრიელი კუნძულიდან“, „სალხინებლის სულები“, „მთვარის სპეკალი“, ჯეფ ბეზოსი „ბიზნეს გენია“, გურამ გეგეშიძე მოთხრობები, კოტე ჯანდიერი მოთხრობები, „გააძლიერე მეხსიერება“, „გააძლიერე გონება“.
იხილეთ ფოტო