კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
15-09-2016
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გოჩა გოჩიტაშვილი, პედაგოგებს, პირველკურსელებსა და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს:

 

"ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი, თქვენს ცხოვრებაში არის ახალი და საინტერესო პერიოდის, ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი. გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს პირველკლასელებსა და პირველკურსელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ ყველას",-ნათქვამია მისალოც განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203