ბათუმის კერძო სკოლაში „სკოლა ქართული“ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებით დატვირთული ბუნების გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი მეოთხე კლასში თემაზე „წყალი“ პედაგოგმა ლია ჩოხარაძემ ჩაატარა.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა განიხილეს წყლის თვისებები და მნიშვნელობა, იხილეს მისი აგრეგატული მდგომარეობა და წყლის ბრუნვა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო ცდებში და ამ ხერხით თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადეს.
იხილეთ ფოტოები