მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლას USAD-ის პროექტის - ,,ოჯახში ძალადობის შემცირება საქართველოში“ კოორდინატორი სალომე იშხნელი სტუმრობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სალომე იშხნელმა სკოლაში ოჯახში ძალადობის შესახებ ლექცია ჩაატარა. ლექციის ბოლოს სტუმარმა მოსწავლეებს ბუკლეტები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოსწავლეები ზემოაღნიშნულ თემაზე ინფორმირებული არიან და ძალადობას რამდენიმე საგაკვეთილო საათიც დაეთმო“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები