ახალციხის N5 საჯარო სკოლის VIბ კლასმა (კლასის ხელმძღვანელი: მაია მაისურაძე) მუსიკალური ღონისძიება „შობა გათენებულაო“ წარმოადგინა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ როგორ ხვდებიან შობას, ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
„ქართველი ხალხის ტრადიციული სამოსით შემოსილმა მოსწავლეებმა წარმოდგენილი სიმღერებითა და ცეკვებით მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები