ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატებით და სიგელით დაჯილდოვდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებს სერთიფიკატები და სიგელი სკოლის დირექტორმა ლიანა ბოლქვაძემ საზეიმოდ გადასცა. დირექტორმა ასევე წარმატებული მოსწავლეების დამრიგებლებს მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები