ვანის N2 საჯარო სკოლამ ახალი სემესტრი ახალი პროექტით დაიწყო.
პროექტს „ეზოებიდან იწყება ჩვენი საქართველო“ პედაგოგები ია არაბიძე და ბელა ბოლქვაძე ახორციელებენ და მასში ჩართულები არიან მეხუთე კლასის მოსწავლეები.
„პროექტის მიზანია გავუფრთხილდეთ საქართველოს, შევიყვაროთ ფლორა და ფაუნა, დავიცვათ და მოვუაროთ მას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები