ვაქირის სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა წარმატებული აღმოჩნდა
ვაქირის სკოლის IX, X, XI კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ''ეტალონის'' შესარჩევ ტურში.
მათგან სამი მოსწავლე მეორე ტურში გადავიდა. ესენი არიან: ლევან ქემაშვილი, თინიკო ოღიაშვილი და ანა სარალიძე.
როგორც სკოლის წარმომადგენლები ნონა ქემაშვილი და ნატალია ტაველიშვილი აღნიშნავენ, სამწუხაროდ, საპრიზო ადგილის გარეშე დარჩნენ მოსწავლეები. ისინი მხოლოდ სიგელებით შემოიფარგლნენ:
''ჩვენ გვყავს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის I ტურის გამარჯვებული ორი მოსწავლე: დავით ქემაშვილი და ნიკოლოზ ქემაშვილი. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ 71-ე მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციაში,თემები გადაგზავნილია თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და წარმატებას მიაღწიეს კინგსის და ლოჯიკმეტრის ოლიმპიადებში. XII კლასის მოსწავლემ, დავით ქემაშვილმა, მონაწილეობა მიიღო პროექტში ''ქართული ღვიის გზა'' და დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით. XI კლასის მოსწავლეები თინიკო ოღიაშვილი და ხატია მამაიაშვილი ჩართულნი არიან პროექტში ''სინათლე ცოდნის კაფეში'', დაესწრნენ ტრენინგებს და მუშაობენ საშინაო დავალებაზე. საგაზაფხულოდ ვგეგმავთ ჩავატაროთ შიდა სასკოლო ''რა, სად, როდის''.''