დმანისის N2 საჯარო სკოლამ ქალაქ განჯიდან ცხოვრებისეული ღირებულებების ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუმრებმა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები -„დმანისის სამკურნალო მცენარეები“ და „ფიროსმანი“ დაათვალიერეს და პრეზენტაციას - „ცხოვრების ჯანსაღი წესი“ დაესწრნენ.
მოსწავლეებმა ასევე სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეები წარუდგინეს.
იხილეთ ვიდეოები