ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საბავშვო ბიბლიოთეკასთან ერთად წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდნენ.
ღონისძიებაში მეორე კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მირანდა ხურცილავასთან ერთად მონაწილეობდნენ.
პედაგოგმა მათ თავიანთი შერჩეული წიგნები წაუკითხა, შემდგომ კი მათთან ერთად ზოგადად წიგნისა და კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
იხილეთ ფოტოები