თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიას ო. ჰენრის „უკანასკნელი ფოთოლი“ წარმოუდგინეს
05-02-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის IVბ კლასი დამრიგებლის, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. 

ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ო. ჰენრის ,,უკანასკნელი ფოთოლი“ ფართო აუდიტორიის წინაშე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე და დირექტორის მოადგილე ნანა შენგელიძე, პედაგოგები, მშობლები, პარალელური კლასის და სხვა კლასის მოსწავლეები. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ოფიციალურად 1 თებერვალს აღინიშნება და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით მეოთხედ ტარდება საქართველოში.

მისი მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და კითხვის კულტურის დამკვიდრებაა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ინტელექტუალურ განვითარებას და მომავალში აქტიურ მკითხველებად ჩამოყალიბებას. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203