ბათუმის N20 საჯარო სკოლის მასწავლებლები აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ აქტიურად ჩაერთნენ.
აქცია ბათუმის სისხლის ბანკის, „ჰემა 2012“-ის ორგანიზებით გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი და მსგავს აქციებში მონაწილეობას კვლავ აპირებენ.
ბათუმის სისხლის ბანკი დიდ მადლობას უხდის მათ მხარში დგომისთვის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები