თელავის N7 სკოლამ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია ჩაატარა
17-02-2017
თელავის N7 სკოლამ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა პირველი რაიონული კონფერენცია „გამოცდილების გაზიარება“ ჩაატარა.

კონფერენცია მასწავლებელთა ევროპული ქსელი „Science on Stage“-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა.   


კონფერენცია თელავის N7 სკოლის დირექტორმა მაია სილაგაძემ გახსნა. 

კონფერენციას ესწრებოდნენ: ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი, საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი მარი კაკაპანაძე; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ბიოლოგიის ექსპერტი მანანა ვარაზაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფის ფიზიკის ექსპერტი გია ლასხიშვილი; მასწავლებელთა სახლის ტრენერი, კერძო სკოლა "შავნაბადას" ბიოლოგიის მასწავლებლი, Miсrosoft-ის ექსპერტი, ლაურა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც კონფერენციის ბოლოს ელექტრონული რესურსების შექმნასთან დაკავშირებით ჩაატარა ვორქშოფი; ისრაელის ვაიცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, დოქტორი რახელ მამლოკ-ნაამანი skype-ის საშუალებით მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციას ასევე სტუმრობდნენ თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი, ეკა ჩხუტიაშვილი, ნუნუ ასათაშვილი და მონაწილე სკოლების დირექტორები. ასევე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.  

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თელავის N1, N4,N5,N7, წინანდლის, ნაფარეულის და ახმეტის N2 სკოლის პედაგოგები, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები გამოცდილების გაზიარების მიზნით, მათ სერთიფიკატები გადაეცათ.   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203