თბილისის N133 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლას მწერლები - მარიამ წერეთელი და ნათია აბულაძე სტუმრობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში მშობლებიც ჩაერთნენ.
„წიგნის კითხვა იყო ზეიმი და სკოლაში ამ საზეიმო განწყობის ტალღა ტრიალებდა. ღონისძიების მიზანია რაც შეიძლება მეტ ბავშვს შევაყვაროთ წიგნი და დავაახლოვოთ მას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, მას 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ხოლო ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა რამდენიმე მილიონამდე აღწევს.