იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მე-6/2 კლასის მოსწავლემ ირაკლი ხადურმა ნაწარმოებიდან - „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“ მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით კომიქსები შექმნა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ირაკლის ნამუშევრები ძალიან დინამიკური და ცოცხალია.
„ზამთრის არდადეგებზე კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურიდან ირაკლის ყურადღება მიიპყრო ბრიტანელი მწერლის, პოეტისა და სცენარისტის როალდ დალის ნაწარმოებმა -„ ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა" . ირაკლიმ შთაბეჭდილებების მიხედვით შექმნა მეტად საინტერესო კომიქსები. კომიქსებში შესანიშნავად იგრძნობა მოქმედი გმირების ინდივიდუალიზმი და სახასიათო ნიშნები. ნამუშევრები ძალიან დინამიკური და ცოცხალია, რომელიც ნათლად გვიხატავს ნაწარმოების თემასა და ხასიათს. ჩვენ დაველოდებით ირაკლის შემდეგ ნამუშევრებს და წარმატებებს ვუსურვებთ მას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ირაკლის ქართულ ენას და ლიტერატურას მარინე ჭეიშვილი ასწავლის.
იხილეთ ფოტოები