თერჯოლის N1 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს აქტიური წევრები არიან.
მოსწავლეები Izrune.ge-ს ტესტებს დიდი ინტერესით ელოდებიან და მშობლებთან ერთად თავიანთ ცოდნას აფასებენ.
მოსწავლეებთან ერთად პროექტში აქტიურად ჩაერთო კლასის დამრიგებელი ნუნუ წიწილაშვილი, რომლის დამსახურებაცაა ამდენი მოსწავლის აქტიურობა და წარმატება.
„Iბ კლასის 14 მოსწავლეთა შორის 8 მოსწავლის მაჩვენებელი - 100%, ხოლო 6 მოსწავლისა კი 95%. მოსწავლეები მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან და ამაში დიდი წვლილი სწორედ ნუნუ მასწავლებელს მიუძღვის. ჩვენი სკოლა ამაყობს მათით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტო