ვანის მუნიციპალიტეტის, ინაშაურის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ხათუნა ბედენაშვილის ხელმძღვანელობით გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა თემაზე - ,,ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე" სახალისო დავალება შეასრულეს და სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
„ბავშვებმა პირობაც დადეს, რომ გაუფრთხილდებიან თავიანთ დარგულ ნარგავებს! დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები