4 თებერვალს მთელი მსოფლიო კიბოს პრევენციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში თბილისის კერძო სკოლა „ცოდნა-ნათელა მურადაშვილის“ მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
„კერძოდ კი, მოსწავლეებმა დაამზადეს ორიგამის ნამუშევრები, რომლებიც შემდეგ უნივერსიტეტში გამოიფინა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები