ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ვარდისუბნის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ უსაფრთხო ინტერნეტის დღე (Safer Internet Day -SID) აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებზე ი.ს.ტ-ის მასწავლებელმა ისაუბრა თემაზე - ,,გამოიყენე ინტერნეტი უსაფრთხოდ!“. მოსწავლეებმა კი თემებზე - ,,ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტ უსაფრთხოება“ და ,,უსაფრთხო ინტერნეტი“ ინფორმაცია მოიძიეს, დაამუშავეს და აუდიტორიაში წაიკითხეს.
„ყველასათვის ცნობილია რომ ინტერნეტი წარმოადგენს ინფორმაციის მოძიების, განათლების, სოციალიზაციისა და გართობის წყაროს, როგორც მოზრდილების ისე ბავშვებისათვის. თუმცა როგორც ვიცით ბავშვების მიერ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. კვლევები გვიჩვენებს რომ იზრდება კიბერბულინგის შემთხვევები (ინტერნეტით და საკომუნიკაციო საშუალებებით მოზარდებს შორის ძალადობა, დამცირება) და სწორედ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ავღნიშნეთ -Safer Internet Day 2019, რომლის მიზანია, მოვახდინოთ ინფორმირებულობის დონის ამაღლება, რომ არსებობს პლატფორმა World Vision საქართველო, რომელიც მხარს უჭერს ონლაინ ტექნოლოგიების და მობილური ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებას. უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ აქტივობებზე ი.ს.ტ-ის მასწავლებელმა ისაუბრა თემაზე- ,,გამოიყენე ინტერნეტი უსაფრთხოდ!“ , აღნიშნა რომ პრობლემის შემთხვევაში დახმარების გაწევისათვის უსაფრთხოების საიტი არსებობს, მოსწავლეებმა კი ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია თემებზე - ,, ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტ უსაფრთხოება“ და ,,უსაფრთხო ინტერნეტი“ , დაამუშავეს მნიშვნელოვანი მასალები და აუდიტორიაში წაიკითხეს. შემდეგ გავავრცელებთ სკოლაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან, ასევე გავავრცელებთ მთელ თემში, რათა ინფორმირებულობის დონე ამაღლდეს და გამოვიყენოთ ინტერნეტი უსაფრთხოდ!“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები