„მასწავლებლების გამოცდა არ იქნება მხოლოდ თეორიულ ნაწილში, იქნება პრაქტიკული კომპონენტიც“ - მანანა რატიანი
09-02-2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, მანანა რატიანის განცხადებით, მასწავლებლების გამოცდის ფორმატზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მასწავლებლის სტატუსის შესაცვლელად ჩატარებული გამოცდა არ იქნება მხოლოდ თეორიულ ნაწილში, არამედ იქნება პრაქტიკული კომპონენტიც.

„მომავალში სტატუსის ცვლილება შესაძლებელი იქნება იმ კომპლექსური გამოცდის საშუალებით, რომელიც განათლების მინისტრმა დააანონსა. გამოცდის ფორმატზე მსჯელობა მიმდინარეობს და ვმუშაობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად, თუმცა, ეს არ იქნება მხოლოდ თეორიულ ნაწილში გამოცდა, არამედ იქნება პრაქტიკული კომპონენტიც“,-განაცხადა რატიანმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203