ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექტორის, ინგა ვარდიძის ინიციატივით სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა პოსტერების კონკურსი ,,საახალწლო რეკლამა“.
კონკურსის შედეგად გამოვლინდა სამი გამარჯვებული პოსტერი, სამივე მე-6ა კლასიდან (კლასის ხელმძღვანელი ნინო კახიძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეა ზაზაშვილი).
გამარჯვებული პოსტერებია: ,,გაიუმჯობესე საახალწლო განწყობა“, „საშობაო ქრონიკები“ და „საახალწლო ფილმი კლაუსებზე“.
გამარჯვებული მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ სიგელებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები