თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ კონფერენცია გამართეს
06-02-2019

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ პრეზენტაცია, კონფერენცია და დისკუსია გამართეს. 

ღონისძიებები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ ფარგლებში ჩატარდა და მას პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი ხელმძღვანელობდა. 

კონკურსის მიზანი იყო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობის გააზრება და პოპულარიზაცია, ინფორმაციის მიღება ევროპული არჩევანის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის და სხვა ღირებულებების პატივისცემასა და ცნობიერების ამაღლებაზე.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს სლაიდები, დაააფიქსირეს საკუთარი ხედვა, გაიმართა დისკუსია. 

წარმატებული მონაწილეები წიგნებით დააჯილდოვა მოწვეულმა სტუმარმა, თელავის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორმა, ნიკოლოზ შარვაშიძემ.

თელავის N5 საჯარო სკოლა მადლობას უხდის მას აქტიური მონაწილეობისთვის.  

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203