ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდნენ
06-02-2019

ყვარლის N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდნენ. 

„მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელ მარინა ზანდარაშვილთან და ბიბლიოთეკარ ირა მირიანაშვილთან ერთად სკოლის ბიბლიოთეკაში ყვარლის შემოქმედ ქალბატონებს უმასპინძლეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მოსწავლეებმა მიწვეულ სტუმრებთან ერთად წაიკითხეს ლექსები და თანამედროვე სამყაროში კითხვის აქტუალობაზე ისაუბრეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203