ბათუმის N20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავჯდომარე თომა კაკაბაძე ესწრებოდა.
კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ლექცია შშმ პირებთან დაკავშირებით. ლექციაზე განიხილეს თემები: ვინ მოიაზრება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად, ინკლუზია, სხვადასხვა ტერმინი და მათი განმარტება.
„საინტერესო და სახალისო შეხვედრა გამოვიდა. ტერმინებთან დაკავშირებით მოსწავლეები აყალიბებდნენ საკუთარ შეხედულებებს, მსჯელობდნენ და გამოჰქონდათ დასკვნები. ისინი საბოლოოდ მივიდნენ იმ შედეგამდე, რომ „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს შეზღუდულ შესაძლებლობათა გარემო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები