თბილისის N133 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთული ბიოლოგიის გაკვეთილი ჩატარდა
06-02-2019

თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-8/ბ კლასში მოსწავლეებსა და შედეგზე ორიენტირებული ბიოლოგიის გაკვეთილი ჩატარდა. 

სასწავლო  პროცესს პედაგოგი ლალი ლობჟანიძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პედაგოგმა გაკვეთილზე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები გამოიყენა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთნენ და იაქტიურეს.

„ცოცხალი, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა. ყველაზე დიდი მოტივაცია მოზარდისთვის მისი ძლიერი მხარის დანახვა და წარმოჩენაში დახმარებაა, რაც ასე კარგად გამოდის მასწავლებელს. ნოდარ კაციაშვილმა და გიორგი ბაბუციძემ პრეზენტაციები საუკეთესოდ ჩაატარეს. ლაშა ბაქაქური, საბა ილურიძე, ანი ჩავლეშვილი და ნია დავითაშვილი გამოცდილი ექიმებივით საუბრობდნენ თირკმლის დაავადებებზე, იძლეოდნენ რჩევებს, რეკომენდაციებს, საკუთარი ნახატებით, სქემებით სლაიდებით არგუმენტირებულად პასუხობდნენ თანატოლების შეკითხვებს. გაკვეთილი იყო შედეგიანი და სრულად აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203