უსაფრთხო ინტერნეტის დღესთან დაკავშირებით დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნანა ლომაძემ საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.
შეხვედრაზე მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს მან ინტერნეტის მოხმარების რისკები და მოსალოდნელი საფრთხისგან თავდაცვის ხერხები გააცნო.
„ის მოსწავლეებს ასევე ესაუბრა etaloni.ge-ზე გამოქვეყნებულ პროექტზე „გამარჯობა რუბი“, რამაც მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები