დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ღონისძიებაში მეშვიდე კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.
მათ კლასის ხელმძღვანელის, ნინო ნინიაშვილისა და ქართული ენის მასწავლებლის, ნინო ქაჩლიშვილის დახმარებით წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის ნოველები.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიებამ მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ხელი შეუწყო მათ წიგნთან „დაახლოებას“.
იხილეთ ფოტოები