ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლაში გეოგრაფიის წრის „ნორჩი გეოგრაფის“ მორიგი მეცადინეობა გაიმართა.
შეხვედრაზე მე-8 კლასის მოსწავლემ, დეა თავართქილაძემ წარმოადგინა თემა „მსოფლიოს მოსახლეობა და მისი ცხოვრების ხარისხი“.
მეცადინეობაზე გარკვეული დრო დაეთმო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მუშაობასაც.
ბოლოს, მეცადინეობის შედეგები წრის ხელმძღვანელმა, ოთარ აბულაძემ შეაჯამა.
იხილეთ ფოტოები