„საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს“ - განათლების მინისტრი
07-02-2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სკოლის რეფორმის ფარგლებში, საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს.

კერძოდ კი მისი განმარტებით, გარდა დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა და წიგნიერება.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სკოლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მომავალი განათლების და რეფორმის.

„საერთაშორისო პრაქტიკაც იმას მოწმობს, რომ დღევანდელი, თანამედროვე სკოლის მოდელები გარდა დაგროვებითი ცოდნისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც უკვე ვახსენეთ.  ამიტომ,  ვფიქრობთ, რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სკოლებში განხორციელდება. დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გადავა ზედა საფეხურებზე. ის იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ, მეტი ინტერესი გავუჩინოთ ცოდნისადმი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე, გამოკითხვაზე და გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის დაგროვებასთან ერთად იგივე ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ისეთი თაობა, რომელიც ორიენტირებულია არამარტო დასწავლაზე, არამედ ამ ცოდნის შეძენიდან კონკრეტული, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე“,- განაცხადა ბატიაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203