ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე: „პირველადი დახმარება ჩონჩხის დაზიანების დროს“.
სასწავლო პროცესს პედაგოგი მაკა ჭანტურიძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილი მიზნად ისახავდა ნასწავლი
მასალის სიმულაციურ თამაშებში წარმოდგენას და აქედან გამომდინარე, პირველადი დახმარების
აღმოჩენას ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ადამიანებისათვის.
მოსწავლეებმა გაითამაშეს სხვადასხვა ექსტრემალური სიტუაცია, სადაც დაზარალებულებიც და მაშველებიც თვითონ იყვნენ.
იხილეთ ფოტოები