თელავის N9 საჯარო სკოლის ოთხ მოსწავლეს თიბისი ბანკმა ერთწლიანი სტიპენდია დაუნიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის facebook გვერდი ავრცელებს, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
„მოსწავლეების სპორტული და ხელოვნების დარგში მიღწეული წარმატებებით თიბისი ბანკი დაინტერესდა და ოთხ მოსწავლეს მთელი წლის განმავლობაში სტიპენდია დაუნიშნა. მომავალი მუსიკოსები, მხატვრები, ჩოგბურთელები და კალათბურთელები თიბისი ბანკის კეთილშობილური საჩუქრით შეძლებენ სასურველი მუსიკალური ინსტრუმენტებისა თუ სპორტული ინვენტარის შეძენას, საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებებზე დასწრებასა და მონაწილეობის მიღებას. სკოლა მადლობას უხდის თიბისი ბანკს, მათი თანადგომა უდიდესი სტიმულია ჩვენი მოსწავლეებისათვის. აი, ისინიც, ვინც მომავალში თავის სათქმელს იტყვის სპორტისა თუ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში: ქეთევან ჭკადუა - მუსიკა (ფორტეპიანო, ფლეიტა) , საბა შოშიტაშვილი - ხატვა, ანი ღვინეფაძე - სპორტი (ჩოგბურთი), ზაზა ზაქარიაძე - სპორტი (კალათბურთი).
მოსწავლეთა სახელით კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თიბისი ბანკს და მის წარმომადგენელს სალომე მოდებაძეს“ - ნათქვამია განცხადებაში.