სკოლა-ლიცეუმ ''ცოდნაში'' წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლა-ლიცეუმმა მსახიობ ლეო ანთაძეს უმასპინძლა. მსახიობმა ვაჟა-ფშაველას პოემა ''ბახტრიონი" და სხვა პოეტთა ლექსები წაიკითხა. ლეო ანთაძემ გააცოცხლა ეპიზოდები ნაწარმოებებიდან ''სამანიშვილის დედინაცვალი" და "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი".
სკოლის უფროსკლასელებმა პატარებს მოთხრობები და ლექსები წაუკითხეს. მოსწავლეებმა კედლის გაზეთების შექმნაზეც იმუშავეს.
როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, მსახიობის სტუმრობა ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი იყო.
იხილეთ ფოტოები