ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა საყვარელი ნაწარმოებები და ლექსები ხმამაღლა წაიკითხეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ.
იხილეთ ვიდეოები