​იორმუღანლოს სკოლის მოსწავლეები შესვენებებზე სასურველ წიგნებს კითხულობენ
20-02-2017
​იორმუღანლოს სკოლის ქართული სექტორის მესამე კლასი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა.

მოსწავლეები მათთვის საინტერესო თემატიკაზე შექმნილ წიგნებს გაეცნენ და ახალი ინფორმაცია მეგობრებს გაუზიარეს.

როგორც მასწავლებლები აღნიშნავენ, კლასში ასევე აქვთ "დასვენების გაკვეთილები":

''ერთ, სპეციალურად გამოყოფილ მაგიდაზე დევს რამდენიმე კლასგარეშე წიგნი (რომლებსაც პერიოდულად ვცვლით), მოსწავლეები დასვენებაზე რჩებიან კლასში და კითხულობენ სასურველ წიგნს, შემდეგ კი, ასევე დასვენებებზე, განიხილავენ მათ მეგობრებთან ერთად.''

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203