ყვარლის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კონკურსით აღნიშნეს.
ღონისძიების ინიციატორი იყო მოსწავლეთა თვითმმართველობა, კერძოდ, მისი წევრები თათია სვიმონიშვილი და ნანუკა ჯოხაძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება იყო.
ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურდ ჩაერთვნენ. მათ საყვარელი მწერლისა და წიგნის შესახებ ისაუბრეს და საინტერესო პრეზენტაციები ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებს ჟიურის წინაშე წარსადგენად მხოლოდ ორი წუთი ჰქონდათ, ამიტომ სათქმელი მოკლედ და ლაკონურად ჩამოაყალიბეს.
ნომინაციაში - „საუკეთესო პრეზენტატორი“ პირველი კლასის მოსწავლემ მარიამ პავლიაშვილმა გაიმარჯვა, „საუკეთესო მრჩეველი“ ანამარია ნემსაძე გახდა, ხოლო ნომინაციაში - „ასაკთან შესაბამისობა“ ბარბარე ბერიკაშვილმა გაიმარჯვა. პირველი ადგილი წილად ხვდა ლევან სვიმონიშვილს, მეორე ადგილი კი - მარიამ ჯამალაშვილს, მესამე ადგილი შოთა მელითაურმა დაიკავა.
სკოლის დირექციამ მონაწილე მოსწავლეები სხვადასხვა ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
ახალსოფლის მეორე საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ინიციატორებს და მონაწილე ბავშვებს.
იხილეთ ფოტოები