როდემდე აქვთ ვადა სკოლების, ბაღების და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალს წითელას საწინააღმდეგო აცრის გასაკეთებლად
08-02-2019

სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების პერსონალმა წითელას საწინააღმდეგო აცრა მიმდინარე წლის 18 მარტამდე უნდა გაიკეთონ. შესაბამისი ვადა მთავრობის მიერ გაცემულ განკარგულებაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ განკარგულება მიმდინარე წლის 18 იანვარს მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების ბენეფიციარებმა აცრის  შესახებ ინფორმაცია 2 თვის ვადაში უნდა წარადგინონ, რის შემდეგაც დაწესებულებებმა აღნიშნული მონაცემები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უნდა მიაწოდონ.

განკარგულების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინფორმაციის მიწოდებიდან 2 თვის ვადაში ბენეფიციარების მხრიდან აცრის დამადასტურებელი ცნობის წარუდგენლობის შემთხვევაში აღნიშნული პირების სტატუსის შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ.

სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებით თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთვის შესაბამისი მონაცემების მიწოდების შემდეგ, ყველა თანამშრომლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა იქნება. ხოლო განათლების სამინისტროს ცნობით, დეტალურ ინფორმაციას თუ რა ბედი ელით საგანმანათლებლო დაწესებულებების იმ პერსონალს, რომლებიც აცრას არ გაიკეთებენ, უახლოეს მომავალში დეტალურად განაცხადებენ.

დეტალურად იხილეთ: მთავრობის განკარგულება წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ  

ზოგადი ინფორმაცია წითელას არაგეგმიური აცრების თაობაზე

ბრძანება სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203