მცხეთის მუნიციპალიტეტის, ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ღონისძიება-გაკვეთილი მიუძღვნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება-გაკვეთილი VI კლასში კლასის ხელმძღვანელის და ისტორიის მასწავლებლის ერთობლივი მუშაობით ჩატარდა.
მეექვსეკლასელები სასწავლო პროცესში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები