გასულ კვირას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონკურსის, ,,მიქსიკე-პრანგლიმინე“ საქართველოს ზეპირი მათემატიკური ანგარიშის ფინალური ეტაპი გაიმართა.
კონკურსის 50 ფინალისტს შორის იყო ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის 6 წარმომადგენელი. ყველა მათგანი თავისი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მეცხრე კლასის მოსწავლე ანა კვიკვინია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა VII-XII კლასელ გოგონათა შორის. მან 11178 ქულა აიღო და 3500 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს. ამ გამარჯვებით ანამ საერთაშორისო ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
„სკოლის დირექცია აღნიშნული შედეგებისთვის მადლიერებას გამოხატავს მათემატიკისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელთა მიმართ, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმატებულ მოსწავლეებს ასწავლიდნენ. ესენი არიან: ლალი ფეტელავა, ბელა ლაგვილავა, ნანა კორტავა, კობა კვიკვინია, ნინო, კვიკვინია და ნანი კვიკვინია. ანა კვიკვინიას კი ვუსურვებთ საერთაშორისო ფინალში საქართველოს სახელის ღირსეულად დაცვას“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პირველი მაისის საჯარო სკოლის სხვა წარმომადგენელთა შედეგები ასეთია:
1. კობა კვიკვინია (პედაგოგი) - პირველი ადგილი ზრდასრულ და მასწავლებელ მამაკაცთა შორის - 7927 ქულა.
2. ლუკა კახიანი (მე-6 კლასი) - მე-3 ადგილი მე-4-მე-6 კლასელთა შორის - 7898 ქულა.
3. გიორგი ყორშია (მე-6 კლასი) - მე-4 ადგილი მე-4-მე-6 კლასელთა შორის - 7821 ქულა.
4. თეიმურაზ კვიკვინია (მე-8 კლასი) - მე-4 ადგილი მე-7-მე-12 კლასელ ჭაბუკთა შორის - 9773 ქულა.
5. ნიკა ბუკია (მე-7 კლასი) - მე-5 ადგილი მე-7-მე-12 კლასელ ჭაბუკთა შორის - 8477 ქულა.
საერთაშორისო ფინალი 27 აპრილს ესტონეთის ქალაქ კილინგი ნიომეში გაიმართება, სადაც საქართველოსთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვენიის და უკრაინის წარმომადგენლები.
იხილეთ ფოტოები