მლეთის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზი ბურდულმა ერთწლიანი სტიპენდია მიიღო
08-02-2019
მლეთის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზი ბურდული თიბისი ბანკის სტიპენდიანტი გახდა. 

ის სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებს. 

რეზი მეშვიდე კლასის მოსწავლეა. მოსწავლე სათხილამურო სპორტითაა გატაცებული, კერძოდ კი - ფრისტაილით. 

„ჩვენი სკოლის დირექცია ხელს უწყობს მას მიზნის მიღწევაში, გარდა ამისა, სკოლა აქტიურადაა ჩართული ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში. ჩემპიონები სავარჯიშო დარბაზებში არ იქმნებიან, ჩემპიონები იქმნებიან იმით რაც შინაგანად არის მათში - სურვილი, ოცნება, ხედვა. მათ უნდათ ჰქონდეთ უნარი და ნებისყოფა, მაგრამ ნებისყოფა უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე უნარი“ - აღნიშნა სპორტის მასწავლებელმა ნინო ბურდულმა. 

იხილეთ ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203