რა პრივილეგია ექნებათ „ოქროს ატესტატის“ მქონე მოსწავლეებს - დეპუტატის ახალი ინიციატივა
08-02-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ინიციატივა გამოთქვა, რომ მეტი მოტივაციისთვის სკოლაში შემოიღონ „ოქროს ატესტატი“, რომლის მქონე მოსწავლეებსაც საშუალება ექნებოდათ ნებისმიერ უნივერისტეტში უფასოდ ისწავლონ.

მისი თქმით, ბავშვებს მოტივაცია სჭირდებათ.

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ოქროს მედალი, მაგრამ არაფერში არ ადგებათ, მგონი. იქნებ, ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203