მცხეთის მუნიციპალიტეტის, ძველი ქანდის საჯარო სკოლაში პროექტის - „თემის წარჩინებულ ადამიანებთან შეხვედრა“ ფარგლებში წარმატებული ახალგაზრდა კურსდამთავრებული ცისია ოქროპირიძე იმყოფებოდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ცისიამ წარჩინებით დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტი და ლიტვის ნიკოლას რომეროს საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურა. იგი მიზანდასახული, მებრძოლი, შრომისმოყვარე ახალგაზრდაა.
სტუმარმა IX-XII კლასის მოსწავლეებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში თემაზე - „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“ ლექცია ჩაატარა.
„ცისია ოქროპირიძემ ჩაატარა ღრმად შინაარსიანი ლექცია აქტუალურ თემაზე - „ადამიანის უფლებები და თავისუფლებები“. მოსწავლეები ცნობისმოყვარეობით უსმენდნენ. ლექცია მათთვის ბევრის მიმცემი იყო საკუთარი თავის შეცნობასა, მომავლის მიზნების განსაზღვრაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები