დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის საჯარო სკოლაში საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ტარდება.
ამჟამად, მეშვიდე და მერვე კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც ორიგინალური ხერხით წარუდგინეს აუდიტორიას.
ღონისძიებას ინგლისური ენის პედაგოგი თიკო ბრაჭული ხელმძღვანელობდა.
„ამგვარი ინტერაქტიული მეთოდით სწავლება მოსწავლეს მოტივირებულს ხდის, გამოუმუშავებს ისეთ უნარებს როგორიცაა კრეატიულობა, თანამშრომლობა და გუნდურობა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები