ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გასვლითი გაკვეთილი ჩატაარეს.
გაკვეთილში X და VIII კლასის მოსწავლეები და დამრიგებლები ნადეჟდა წიქარიშვილი და ელიზა კვინიკაძე მონაწილეობდნენ. მათ ჩადუნიანის მინდვრები მოინახულეს.
„მოსწავლეებს ენძელების პოვნა უნდოდათ და იპოვეს კიდეც. ბუჩქნარი თეთრად იყო გადაპენტილი. მოსწავლეებმა მოაგროვეს ყვავილები და მასწავლებლებთან ერთად ფოტოები გადაიღეს. მათ სკოლაში და სახლებში გაზაფხულის სურნელი შეიტანეს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები