ზედა ბზვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ჩაატარეს
08-02-2019

ვანის მუნიციპალიტეტის, ზედა ბზვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „აისის“ წევრებმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის“ ფარგლებში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა სოფელში არსებული სხვადასხვა ჭისა და წყაროს წყალის ნიმუშები აიღეს. 

„შეუიარაღებელი თვალით კარგად ჩანდა რომ ზოგი წყლის სინჯს ცოტა მღვრიე ფერი ჰქონდა. აღებული სინჯებიდან უფრო სუფთა წყაროს წყლები აღმოჩნდა. იმისთვის რომ გვქონდეს სუფთა სასმელი წყალი, აუცილებელია მაქსიმალურად გაუფრთხილდეთ  და არ დავანაგვიანოთ ნიადაგი. აიკრძალოს ხელოვნური ნაგავსაყრელები, რათა არ დაბინძურდეს მიწისქვეშა წყლები“,-აღნიშნავენ კლუბის წევრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203