ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა.
ღონისძიებაში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ 20 შეკითხვა დაუსვეს.
შეჯიბრის გამარჯვებული ლიკა ჩაგუნავა გახდა, რომელიც ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა, მეორე და მესამე ადგილები კი ლევან ჩაგუნავასა და ლექსო ფაციას შორის გადანაწილდა. მათ სიგელები გადაეცათ.
თამაშს პედაგოგი ნინო დანელია ხელმძღვანელობდა და ის ყოველთვიურად ჩატარდება.
შეჯიბრს მშობლები, მოსწავლეები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები