ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ IIIა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლოლიტა ნებიერიძის ხელმძღვანელობით, თამარ მეფის ხსენებისა და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თამარ მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ სხვადასხვა ისტორიული თუ მხატვრული ნაწარმოებიდან ამონარიდებს გაეცნენ, ინტერნეტიდან მასალა მოიძიეს და დიორამები შექმნეს.
„ბავშვებმა თავიანთი ნააზრევი დაუკავშირეს თანამედროვე ცხოვრებას, მათი ფიქრები, გრძნობები კარგად გამოვლინდა მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები