ძველი ანაგის საჯარო სკოლაში კინოპროექტის „საქართველოს ხერხემალის“ ფარგლებში ვიდეოფილმი „სამშობლოსმცოდნეობა“ აჩვენეს.
ჩვენებას III და IV კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.
„მოსწავლეებმა დააკავშირეს ერთმანეთთან ფილმი და საგანში „მე და საზოგადოება“ ნასწავლი მასალა, ისაუბრეს სწორი ცხოვრების წესსა და ემიგრაციის თემებზე, პატრიოტიზმსა და რელიგიაზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აღნიშნულ აქტივობას საგნის „მე და საზოგადოების“ პედაგოგები ლია ჯალიაშვილი და ელენე ჯანიბეგაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები