სკოლის დამამთავრებელი გამოცდების გაუქმების საკითხზე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
09-02-2019

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე ცვლილებები მომზადდა. პროექტის ავტორია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებების ინიცირება მიმდინარე წლის 11 თებერვლს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ცვლილების მიხედვით, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შედეგად - სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების გარეშე მოხდება.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმად, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან ისინი თავისუფლდებიან, ვინც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, ის პირები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღიათ, მათზე ატესტატი გაიცემა. ატესტატი ასევე გაიცემა პირებზე, რომლებმაც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

ასევე იხილეთ: ვინ შეძლებს ატესტატის აღებას - განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203