სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დღის ცენტრს ესტუმრნენ
11-02-2019

სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრმა მოსწავლეებმა თავიანთ პედაგოგებთან ერთად  წითელ ჯვართან არსებული დღის ცენტრი მოინახულეს. 

მოსწავლეები ბენეფიციარებს პროექტით „თბილი სადილი“ ესტუმრნენ. 

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან და სკოლის დირექტორთან, ლალი აბჟანდაძესთან ერთად მიტანილი პროდუქტებით სადილი მოამზადეს. მომზადების შემდგომ სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად ისადილეს და ისაუბრეს.

„მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რომ  მოხუცებს ასეთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს. მათ ეს დღე არასდროს დაავიწყდებათ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენლმა. 

სადილის შემდეგ მოსწავლეებმა ცენტრის ეზოში რამდენიმე მარადმწვანე ყვავილი დარგეს და ეზო გაალამაზეს. 

სარეკის საჯარო სკოლა კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას დღის ცენტრთან და მზად არის მსგავსი ღონისძიებებით არაერთხელ გაულამაზოს ცხოვრება ხანდაზმულებს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203