ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ღონისძიებით აღნიშნეს
ხულოს მუნიციპალიტეტის, ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე ღონისძიებით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების პირველ ნაწილში სკოლის აღსაზრდელებმა „ისტორიის ლოტო“ ითამაშეს. თამაშში ლერი აბულაძემ, გიგა დეკანაძემ და დეა თავართქილაძემ გაიმარჯვეს. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საიტერესო და აზარტული გამოდგა ღონისძიების მეორე ნაწილი - თამაში -,,შავი ყუთი".
ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა დალი შავაძემ გაუწია.
სკოლა ღონისძიების ორგანიზატორს საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის მადლობას უხდის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები